Pfizer: Covid ვაქცინა 6 თვის შემდეგაც 91%-ით ეფექტურია

Pfizer აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ორივე დოზით აცრის შემდეგ, დაავადების პრევენციას 91%-იანი ეფექტურობით ახერხებს. 12,000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგებით აცრას სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები არ აქვს. 

800 ადამიანზე ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკული კომპანიის (Pfizer) და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის განცხადებით ვაქცინა 100%-ით ეფექტურია ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ.

“ეს მონაცემები ადასტურებს ვაქცინის ეფექტურობას და უსაფრთხოებას და გვაძლევს საშუალებას განაცხადი შევიტანოთ სრულყოფილ თანხმობაზე ამერიკის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციაში,” თქვა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ. “ვაქცინის მაღალეფექტურობა 6 თვის განმავლობაში მეორე დოზის მიღების შემდეგ და ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პრევენცია გვაძლევს შემდგომ ოპტიმიზმს ვაქცინის საერთო ეფექტურობაში.”

 

წყარო:

timesofisrael.com

 

 

მსგავსი სიახლეები