მორავიეცკი: პოლონეთი მზადაა უკრაინელი პილოტები F-16-ებზე მოამზადოს
პოლონეთი მზადაა უკრაინელი მფრინავები F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების ფრენისთვის გაწვრთნას, მაგრამ ეს უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში უნდა იყოს შეთანხმებული. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მზად ვართ თუ არა უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე გავწვრთნათ? დიახ, ჩვენ მზად ვართ პოლონეთში ჩავატაროთ ასეთი სწავლება F-16-ის თვითმფრინავებზე. ეს უნდა შეთანხმდეს ფართო კოალიციაში, მაგრამ პოლონეთი მზად არის ჩაატაროს ასეთი წვრთნა, რათა ბოლოს და ბოლოს უკრაინული ცა უსაფრთხო გახდეს", - თქვა მორავიეცკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმავე პრესკონფერენციაზე მორავიეცკის სიტყვებს მნიშვნელოვანი სიგნალი უწოდა.
"ჩვენ შევთანხმდით დიდ ბრიტანეთთან, რომ მოვამზადოთ პილოტები Typhoon-ის თვითმფრინავებზე და ახლა F-16-ებზე - ამან შეიძლება გაგვიხსნას შესაძლებლობა, დავიწყოთ ახალი, თვითმფრინავების კოალიციის შექმნა." - აღნიშნა მან.