პრიგოჟინი შოიგუს: მოგმართავთ თხოვნით არ დაუშვათ, რომ ЗСУ-მ ალყაში მოგვაქციოს

ჩვკ ვაგნერის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის თავდაცვის მინისტრს წერს, რომ ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაძლოა კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 

"არსებული ინფორმაციით, მარტის მიწურულს-აპრილის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აპირებენ ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყებას და ფლანგური დარტყმების განხორციელებას ჩვკ ვაგნერის ნაწილების ალყაში მოქცევის მიზნით",- წერს პრიგოჟინი შოიგუსთვის განკუთვნილ გზავნილში. 

პრიგოჟინი მოუწოდებს თავდაცვის მინისტრს მიიღოს ზომები ამგვარი სცენარის თავიდან ასაცილებლად. პრიგოჟინის თქმით, ამ დროისთვის მისი ბოევიკები ბახმუტის ტერიტორიის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ. 

კონტექსტი 

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ბახმუტში კვლავ რთული, თუმცა კონტროლირებადია - ЗСУ-ს გენშტაბის ცნობით, უკრაინელი მებრძოლები იგერიებენ ოკუპანტების შეტევებს და მოწინააღმდეგეს მძიმე დანაკარგები აქვს. 

უკვე დიდი ხანია ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს მწვავედ აკრიტიკებს - პრიგოჟინის თქმით, ის მოწყვეტილია ნორმალურ მომარაგებას და პასუხისმგებელ პირებთან კავშირს. 

კრემლისტური ელიტების მკვლევარების თქმით, ბოლო თვეებში ევგენი პრიგოჟინის გავლენა მკვეთრად კლებულობს, დიდი დანაკარგების გამო მცირდება პირადი შემადგენლობაც. 

 

მსგავსი სიახლეები