ირანში რუსი სამხედროები ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას სწავლობენ

ათობით რუსი სამხედრო ირანში Fath-360-ის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას სწავლობს.

ამის შესახებ Reuters ევროპული დაზვერვიდან ორმა წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, ხელი მოაწერეს კონტრაქტს ირანელ ოფიციალურ პირებთან Fath-360-ისა და სხვა ბალისტიკურ სარაკეტო სისტემებზე, რომელიც ირანის მთავრობის საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის ორგანიზაციის (AIO) მიერ შეიქმნა.

რამდენიმე კონფიდენციალურ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული პერსონალი ეწვია ირანს, რათა გაცნობოდა როგორ გამოეყენებინა Fath-360, რომელიც რაკეტებს მაქსიმალური 120 კილომეტრის (75 მილი) მანძილზე უშვებს და 150 კილოგრამიანი ქობინი აქვს. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ წვრთნის შემდეგ "ერთადერთი შესაძლო" ნაბიჯი იქნება რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება.

მოსკოვს აქვს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების მარაგი, მაგრამ Fath-360-ების მიწოდებამ შეიძლება საშუალება მისცეს თავისი არსენალი უფრო მეტად ფრონტის ხაზის მიღმა სამიზნეებისთვის გამოიყენოს, ხოლო ირანული რაკეტები უფრო ახლო მანძილზე ისროლოს.

მსგავსი სიახლეები