პრო-უკრაინელი რუსი მებრძოლები ბელგოროდის გუბერნატორს შეხვედრაზე იწვევენ
რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა განაცხადეს, რომ მათ ბელგოროდის რეგიონში რუსი ჯარისკაცები დაატყვევეს და გუბერნატორთან შეხვედრა სურთ.
"ბატონო გლადკოვ, დღეს დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულია, სამება.
როგორც კეთილგანწყობის ჟესტი, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ რუსეთის ფედერაციის მთავრობაში, ჩვენ მზად ვართ გადმოგცეთ ეს ტყვეები, რიგითი რუსი ჯარისკაცები, რომ თქვენ პირადად გესაუბრონ, განიხილონ რეგიონში არსებული მდგომარეობა და რაც მთავარია, ვისაუბროთ მის მომავალზე და ზოგადად რუსეთის მომავალზე.
ამიტომ გეპატიჟებით სასაუბროდ ნოვაია ტავოლჟანკას ტაძრის კედლებში.
პირადად მოდით სასწრაფო დახმარების მანქანით, მძღოლის თანხლებით, უიარაღოდ. მოვალ პირადად, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონის წარმომადგენელთან და ტყვეებთან ერთად." - აცხადებს ლეგიონის წარმომადგენელი.
მებრძოლებმა ოთახში მყოფ შიშველ მამაკაცთან ვიდეო გადაიღეს. სად არის ვიდეო ჩაწერილი ჯერჯერობით უცნობია.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ მზადაა ტყვეების გასაცვლელად შებეკინოს საგუშაგოზე მებრძოლებს შეხვდეს, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იქნებიან.
რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლები უზრუნველყოფენ ტყვეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ოპერაციების სამხედრო და სამედიცინო ლოგისტიკას, მაგრამ მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვრებში.