პუტინი ბირთვულ იარაღზე: თეორიულად დასაშვებია, მაგრამ აუცილებლობა არ დგას

ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად დასაშვებია, თუმცა ამ დროისთვის შესაბამისი აუცილებლობა არ დგას. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, ბირთვული შეიარაღების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი საფრთხე რუსეთის ფედერაციის არსებობას დაემუქარება. 

კონტექსტი

კრემლთან დაახლოებული პოლიტილოგი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრია და ვალდაის სადისკუსიო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც რეგულარულად სტუმრობს ვლადიმირ პუტინი თითქმის 5 000 სიტყვიან სტატიაში, კარაგანოვი წერს, რომ რუსეთს უკრაინაში დამაჯერებელი გამარჯვება ჭირდება, რომლის მიღწევაც რთული იქნება. კარაგონოვის თქმით, რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალი არსებობს აიძულოს დასავლეთი შეწყვიტოს უკრაინის დახმარება. 

კარაგანოვის თქმით, ამისთვის აუცილებელია რუსეთმა მიიტანოს "პრევენციული ბირთვული დარტყმა ევროპაზე." პოლიტილოგის აზრით, ასეთ დარტყმას აშშ-ს საპასუხო დარტყმა არ მოჰყვება და ხოლო "ვაშინგტონი იძულებული იქნება გონს მოეგოს."

მსგავსი სიახლეები