პუტინი: მარიუპოლში ვითარება რთულია, შესაძლოა ტრაგიკულიც

ვლადიმირ პუტინმა კრემლში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში მიიღო. შეხვედრის მედიისთვის ღია ნაწილში პუტინი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მარიუპოლის თითქმის ორთვიან ალყაზეც. 

"მარიუპოლში ვითარება რთულია შესაძლოა ტრაგიკულიც, მაგრამ სინამდვილეში ეს ვითარება მარტივია. აი დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და მან მითხრა, რომ იქ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მაგრამ იქ საომარი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს ეს დასრულდა",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი შეეხო აზოვსტალის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნის ფაქტსაც, რასაც რუსული პროპაგანდა ამ დრომდე უარყოფდა. პუტინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ვალდებულები არიან ისინი გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქმედებები ტერორისტულად ჩაითვლება. 

"გამოუშვან მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს უბრალოდ დანაშაულია გააჩერო მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალი ფარად. ჩვენ მათთან კონტაქტში ვართ, მათთან ვინც აზოვსტალის მიწისქვეშეთში ჩაჯდნენ",- განაცხადა პუტინმა. 

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე მარიუპოლი უკრაინის ომის ყველაზე მძიმე და მასშტაბური ტრაგედიის ადგილია. ქალაქი პირველი მარტიდან მოყოლებული რუსეთის საოკუპაციო ძალების სრული ალყის ქვეშ იმყოფება. 

სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში დაღუპულთა რაოდენობა 20 ათასს აღემატება. 

 

 

მსგავსი სიახლეები