პუტინი: მომდევნო კვირას უზბეკეთში სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი შეხვდებიან
მომდევნო კვირას უზბეკეთში სი ძინფინგისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ Asociated Press ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეხვედრა სამარყანდში, შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ლიდერების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ТАСС-თან საუბარში დაადასტურა რუსეთის ელჩმა სახალხო რესპუბლიკაში ანდრეი დენისოვმა. მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უზბეკეთში ჩასვლის შემთხვევაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ეს სი ძინფინგის პირველი საზვარგარეთული ვიზიტი იქნება. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, უზბეკეთამდე სი ძინფინგი შესაძლოა ყაზახეთსაც ეწვიოს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი ერთმანეთს ბოლო მიმდინარე წლის თებერვალში პეკინში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გაავრცელეს ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩინეთისა და რუსეთის მეგობრობას არ აქვს ლიმიტები.