პუტინის საქმის პროკურორი: ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვებს ომის ნადავლივით მოექცნენ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ აჰმად ხანის თქმით, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები მისთვის თვალსაჩინო გახდა უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს. 

"უკრაინაში ყოფნისას მოვინახულე ერთ-ერთი ბავშვთა სახლი, საიდანაც სავარაუდოდ გაიტაცეს ბავშვები, არც ისე შორს ფრონტის ხაზიდან. ამ ბავშვებზე მზრუნველი ადამიანების მონაყოლი და არსებული რისკები ჩვენგან გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვდა",- ამბობს ხანი. 

ვლადიმირ პუტინის საქმის პროკურორის თქმით, სასამართლომ უნდა გააკეთოს ყველაფერი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისა და ბავშვების უვნებლად დაბრუნებისთვის. 

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვებს ომის ნადავლივით ექცეოდნენ",- ამბობს კარიმ აჰმად ხანი. 

კონტექსტი

ცოტა ხნის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალი ედება სამხედრო დანაშაულში, უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის სახით. 

უფრო მეტი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

მსგავსი სიახლეები