პუტინმა ბუჩას სასაკლაოს მომწყობ სამხედრო ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა

ვლადიმირ პუტინმა საპატიო - გვარდიული პოლკის წოდება მიანიჭა რუსეთის შეიარაღებული ძალების 64-ე ბრიგადას. სწორედ ამ ბრიგადის მიერ იყო ოკუპირებული კიევის შემოგარენში მდებარე ბუჩა, რომელშიც სამხედრო დანაშაულები მოხდა. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრიგადის ქმედებები სამაგალითო იყო. 

"ბრიგადის პირადი შემადგენლობის მიერ საბრძოლო მოქმედებებში, სამშობლოს ინტერესების დაცვისას გამოვლენილი მასობრივი გმირობისა და თავდადებისთვის, საიმედობისაა და სიმამაცისთვის",- ნათქვამია ვლადიმირ პუტინის განკარგულების, იმ ნაწილში, რომელიც გადაწყვეტილების მიზეზებია დასახელებული. 

დასახელებული ბრიგადა რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 35-ე არმიის შემადგენლობაში შედის და მისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი ქალაქი ხაბაროვსკია. 

პუტინის განკარგულებას უკვე გამოეხმაურა, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

"სანამ ზოგიერთები აგრძელებენ დისკუსიას შეიძლება თუ არა რუსეთის ქმედებებს ვუწოდოთ გენოციდი, რუსეთის ფედერაცია დაცინის მთელ მსოფლიოს". 

ქალაქი ბუჩა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველ აპრილს გაათავისუფლეს. ქალაქში შესვლის შემდეგ ქუჩებსა და სახლებში აღმოჩენილ იქნა ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი. 

ბოლო მონაცემებით ბუჩაში იკუპანტებმა სულ 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

მსგავსი სიახლეები