პუტინს გაეროში ანტიდასავლური კოალიციის შექმნა სურს - ISW
ვლადიმერ პუტინს გაეროში ანტიდასავლური კოალიციის ჩამოყალიბება სურს. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს.
ISW თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმდჯომარეობის წინა დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია იცვლება.
"პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინფინგთან 20-22 მარტის შეხვედრები გამოიყენა, რათა გაეძლიერებინა მცდელობები დანარჩენი მსოფლიოს დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებისთვის და ახალი დოკუმენტი, სავარაუდოდ არის კრემლის მცდელობა შეიქმნას უფრო თანმიმდევრული ანტიდასავლური ბლოკი", - ნათქვამია ISW-ის მიმოხილვაში.
ინსტიტუტი ხაზს უსვამს, რომ კრემლის ახალ კონცეფციაში დასავლეთი წარმოჩენილია, როგორც ანტირუსული და მსოფლიოს დესტაბილიზატორი ძალა. ახალი დოკუმენტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და მისმა "სატელიტებმა" თითქოს ჰიბრიდული ომი გააჩაღეს, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის დასუსტებას.