რეკორდული ინფლაციის მიუხედავად თურქეთმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დატოვა
უკვე მეხუთე თვეა, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე უარს ამბობს.
თურქეთის მთავარმა საბანკო ორგანომ საპროცენტო განაკვეთი 14 პროცენტზე დატოვა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში წლიური ინფლაცია 70 პროცენტს აჭარბებს.
ბანკის განმარტებით, ფასების ზრდა „გეოპოლიტიკურმა“ და „დროებითმა“ ფაქტორებმა გამოიწვია.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ზრდისთვის საპროცენტო განაკვეთის მატებაზე უარის თქმაა საჭირო, რაც ბანკებისთვის სესხებას გააძვირებდა.
გასული წლის სექტემბრის შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი ხუთი პროცენტული პუნქტით შეამცირა.
ანალიტიკოსების აზრით, ბანკმა გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური „ჩარევის“ ფონზე მოუწია.
გაუფასურებას განაგრძობს თურქეთის ეროვნული ვალუტა.
წლის დასაწყისიდან დღემდე ლირამ დოლართან მიმართებით ღირებულების 18 პროცენტი დაკარგა.
გასულ წელს ლირა 44 პროცენტით გაუფასურდა.