რეზნიკოვი: უკრაინა Leopard-ის ტანკებისგან ორ ბატალიონს შექმნის
უკრაინა გეგმავს გერმანული Leopard 2-ის მინიმუმ ორი ბატალიონის შექმნას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა 20 თებერვალს განაცხადა, მას УНИАН ციტირებს.
"დარწმუნებული ვარ, Leopard 2-ის ტანკების მინიმუმ ორი ბატალიონი შეიქმნება. ჩვენ ასევე გვექნება ექვსი ან შვიდი Leopard 1-ის ბატალიონი. ეს იქნება კოალიცია. სხვადასხვა ქვეყანა უზრუნველყოფს ამ Leopard 1-ის ტანკებს." - თქვა რეზნიკოვმა. "და ასევე იქნება Challenger 2-ის და Abrams-ის ტანკები და AMX-10-ის მსუბუქი ტანკები საფრანგეთიდან."
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა Leopard 2-ებს აპრილამდე მიიღებს.
რეზნიკოვმა თქვა, რომ გერმანული ტანკების მიწოდება დამოკიდებული იქნება უკრაინული ეკიპაჟების მომზადების დროზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 იანვარს განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე უკრაინა მოკავშირეებისგან 140-მდე თანამედროვე ტანკს მიიღებს, "სატანკო კოალიციაში" ახლა 12 ქვეყანაა.
უკრაინელმა სამხედროებმა Leopard 2-ზე სწავლება გერმანიაში 13 თებერვალს დაიწყეს. ასევე, წვრთნები ტარდება პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში.