რას ამბობენ რუსი პროპაგანდისტები ყირიმის ხიდის აფეთქებაზე?
8 ოქტომბერს, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხიდის სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთებზე გადაადგილება შეუძლებელია.
აფეთქებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგნელები და პუტინისტი პროპაგანდისტები ეხმაურებიან.
მარგარიტა სიმონიანი
RT-ის მთავარი რედაქტორი
"და?" - სიმონიანი მომხდარის შეფასებისას მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა.
ოლგა სკაბეევა
ტელეკომპანია Россия-1-ის თოქ-შოუ "60 წუთის" წამყვანი
"ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ. ვუყურებ და არ მჯერა. ალბათ ახლა რამეს მოვიმოქმედებთ. აუცილებლად. ნუთუ სიმართლეა?" - წერს სკაბეევა.
ანტონ კრასოვსკი
ტელეკომპანია Russia Today-ის რუსულენოვანი მაუწყებლობის დირექტორი
"აი ხიდისთვის ყველაზე სასტიკი პასუხია საჭირო. კიევი, ლვოვი, ოდესა, ხარკოვი, ჟიტომირი. საკმარისია მოთმენა!" - წერს კრასოვსკი.
მარია ზახაროვა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი
"კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მის ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს." - წერს ზახაროვა.