რუსეთი ცდილობს უკრაინასთან საომრად სერბებისგან შემდგარი ბრიგადა შექმნას
რუსეთი აქტიურად რეკრუტირებს სერბეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად - წყაროების ცნობით, კრემლის მიზანი მთლიანად სერბებისგან დაკომპლექტებული სამხედრო ბრიგადა შექმნას.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, სერბ მოხალისეებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოდმოსკოვიეში განთავსებულ სტუდენტურ საცხოვრებლებში ათავსებს. რეკრუტირებული სერბები კი რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების (ВДВ) 106-ე დივიზიაში ირიცხებიან.
სერბების რეკრუტირების პროცესში ჩართულები არიან სერბი საველე მეთაური, დავორ სავიჩიჩი, რომელიც 2014 წლის აღმოსავლეთ უკრაინაში ომობს, ასევე, ბაიკერთა კლუბ "ღამის მგლების" დამფუძნებელი ალექსანდრ 'ქირურგ' ზალდასტანოვი და სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, მარკო მილოშევიჩი.
გამოცემასთან ხელში ჩაუვარდა პროცესში მონაწილე პირების შეხვედრის ჩანაწერი, რომელშიც დავორ სავიჩიჩი სერბებისგან დაკომპლექტებული მთლიანი ბრიგადის შექმნის გეგმაზე საუბრობს. ჯამურად საუბარია ათასამდე ეთნიკურ სერბზე.
სერბული კანონმდებლობით უცხო ქვეყნების შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
კონტექსტი
გასულ თვეებში სერბეთში ვაგნერის სარეკლამო პოსტერები გამოჩნდა - ჯგუფის წარმომადგენლები სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობდნენ მებრძოლების რეკრუტირებას.
ევგენი პრიგოჟინის კომპანიის აქტიურობას მალევე გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ვაგნერმა სერბეთში მებრძოლების რეკრუტირება უნდა შეწყვიტოს.
სერბეთი პრაქტიკულად ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ამ დრომდე არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესბულ სანქციებს.