რუსეთის დელეგაციას ერ-რიადში სერგეი ბესედა და კარასინი უხელმძღვანელებენ

24 მარტს საუდის არაბეთში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეების თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბესედა ფსბ-ს მეხუთე განყოფილებას ხელმძღვანელობდა - სწორედ ეს დეპარტამენტი იყო პასუხისმგებელი სადაზვერვო და დივერსიულ ოპერაციებზე უკრაინაში. 

კარასინი წლების განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო, 2013 წლიდან ის საქართველოსთან ურთიერთობებში რუსეთის წარმომადგენლის პოსტსაც იკავებს. 

State Of Play: ე.წ. საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობა დაასახელა ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში იური უშაკოვმა. 

  • უშაკოვის განცხადება გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ სერგეი ბესედა აღარ ხელმძღვანელობს FSB-ს მეხუთე განყოფილებას. 
  • აღნიშნული შეხვედრის ორგანიზების შესახებ მხარეები 18 მარტს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ. 

Big Picture: Washington Post-ის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით ბესედას მეთაურობით მისი დეპარტამენტი 10 წლის განმავლობაში იყო დაკავებული უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების ძირის გამოთხრით, უკრაინელი მაღალჩინოსნების მოსყიდვითა და გადაბირებით და გავლენის ქსელების შექმნით. 

  • ბესედას დეპარტამენტის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეშალა უკრაინული სახელმწიფოს დასავლეთისკენ მოძრაობას

  • მიუხედავად ამისა, სამსახურმა სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში ვერ შეძლო უკრაინული მთავრობის პარალიზება, ვერ შეძლო "პრო-რუსული" მოძრაობების ორგანიზება და ვოლოდიმირ ზელენსკის ძალაუფლების შერყევა. 
  • კომენტატორების შეფასებით ბესედას დეპარტამენტში არ ესმოდათ მათ საქმიანობის რეალური გავლენისა და ეფექტიანობის დონე, ან ესმოდათ, მაგრამ შიშის გამო ვერ გაუზიარეს ეს მონაცემები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელსაც შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. 

Catch Up Quick: საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, უკრაინაში შეჭრის მოახლოების პარალელურად იზრდებოდა დეპარტამენტის დაფინანსება და ზომა. ბესედას უწყება ეყრდნობოდა და იმედი ჰქონდა მოსყიდული უკრაინელი მაღალჩინოსნებისა და ჩინოვნიკების - ზოგი მათგანი მართლაც მონაწილეობდა საბოტაჟში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა უმეტესობამ უბრალოდ აიღო დაფინანსება, მაგრამ უარი თქვა დირექტივების შესრულებაზე. 

  • ამასთანავე მეხუთე დეპარტამენტი რეგულარულად ეცნობოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომელთა მიხედვითაც უკრაინელთა დიდი ნაწილი მზად იყო იარაღით ხელში დაეცვა სამშობლო რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში.

  • არსებობდა ყველა ნიშანი იმისა, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინელები არ დახვდებოდნენ როგორც განმათავისუფლებლებს, თუმცა სამსახურმა აღნიშნული ცნობები ხელმძღვანელობას დაუმალა 

  • სწორედ FSB-ის მიერ მიწოდებულ მონაცემებს დაეყრდნო უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიის კონცეფციაც, რომელიც მთავრობის სწრაფ დეკაპატიციას და დემორალიზებული ქვეყანაზე იარაღის ძალით მტკიცე პოლიტიკური კონტროლს გულისხმობდა. 

Context: რუსეთის სპეცსამსახურების მკვლევარი და ისტორიკოსი ანდრეი სოლდატოვი 2022 წლის მარტში სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბესედა დაპატიმრებული იყო და FSB-ს საპატიმროს სახელით ცნობილ ლეფორტოვოში იმყოფებოდა. 

  • იმავე წლის აპრილის მიწურულს სერგეი ბესედა რუსული სპეცსამსახურების ვეტერანის, ანდრეი ლეონოვის დაკრძალვაზე შენიშნეს.
  • ბესედას გამოჩენა შესაძლოა მეტყველებდეს, რომ კატასტროფული ჩავარდნების მიუხედავად მან შეინარჩუნა ვლადიმირ პუტინის ნდობა. 

Go Deeper: ЗСУ-ს დამარცხება 10 დღეში და ლიდერების ლიკვიდაცია - როგორი იყო რუსეთის გეგმა

მსგავსი სიახლეები