რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე: ჩამოგდებულია 161 რაკეტა და დრონი

დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 287 რაკეტა და დრონი გაუშვა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 161 რაკეტა და დრონი გაანადგურეს, ხოლო 105-მა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

"12 დეკემბრის 14:00 საათიდან მტერმა კომბინირებული საჰაერო თავდასხმა განხორციელდა უკრაინაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით.

ზოგადად, საჰაერო ძალების რადიო საინჟინრო ჯარებმა ამ პერიოდის განმავლობაში გამოავლინეს 287 საჰაერო თავდასხმის საშუალება - 94 რაკეტა და 193 უპილოტო საფრენი აპარატი, კერძოდ:

  • 4  აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 "Кинжал";
  • 2 ბალისტიკური რაკეტა Искандер-М;
  • 1 ბალისტიკური რაკეტა KN-23;
  • 55 ფრთოსანი რაკეტა Х-101, Х-55СМ;
  • 24 ფრთოსანი რაკეტა Калибр;
  • 7 ერთეული ფრთოსანი რაკეტა Искандер-К;
  • 1 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/X-69;
  • 193 ირანული წარმოების კამიკაძე დრონი.

საჰაერო შეტევა მოიგერიეს საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ავიაციამ, ელექტრონული ომის დანაყოფებმა, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა. აღსანიშნავია, რომ F-16-ებმა ეფექტურად იმუშავეს!" - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

უკრაინულმა F-16-ებმა რუსების 11 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთის რაკეტების და დრონების სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები იყო.

მსგავსი სიახლეები