რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო აშშ ირანულ კომპანიებს სანქციებს უწესებს
8 სექტემბერს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ირანულ კომპანია Safiran Airport Services, მისი მონაწილეობის გამო რუსეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნაში. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, Safiran "კოორდინირებდა რუსულ სამხედრო ფრენებს ირანსა და რუსეთს შორის", კერძოდ, ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირებას.
ამერიკული მხარის ცნობით, შეკრებისა და ტესტირების შემდეგ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ თვითმფრინავებთან ერთად ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას გეგმავს.
გარდა ამისა, აშშ-ს ხაზინამ სანქციები კიდევ სამ კომპანიას (Paravar Pars Company, Design and Manufacturing of Aircraft Engines (DAMA), Baharestan Kish Company) და ერთ ფიზიკურ პირს (Rehmatollah Heidari) დაუწესა, რომლებიც ირანული თვითმფრინავების და უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს იკვლევენ, ავითარებენ, აწარმოებენ და ყიდიან.
"რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს თავისი ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ფონზე", - თქვა აშშ-ის ხაზინის მდივანმა ბრაიან ნელსონმა.