რუსეთთან მიერთების შესახებ 'რეფერენდუმი' ზაპორიჟიაშიც და ხერსონშიც გამოაცხადეს
ე.წ. დონბასის რესპუბლიკების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს.
დონბასის რესპუბლიკების მსგავსად ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებშიც ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.