საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა 38 ადამიანი, დაშავდა - 85

საბერძნეთში 28 თებერვალს, საღამოს, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ გამოცემა Kathimerini წერს.

სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი საპირისპირო მიმართულებით მიმავალ კომერციულ მატარებელს შეეჯახა.

გამოცემა წერს, რომ მატარებლები ერთმანეთისკენ იმავე ლიანდაგზე მოძრაობდნენ, რამაც შეჯახება გამოიწვია.

დაიღუპა 38 ადამიანი, დაშავდა - 85. მათგან 66 ჰოსპიტალიზებულია (ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში). გაზეთი აღნიშნავს, რომ დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანი ვაგონებში იყო ჩარჩენილი, სადაც სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები