საფრანგეთი 30 რუს დიპლომატს გააძევებს
ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების ახალი ტალღა ორშაბათს დაიწყო, რასაც საფრანგეთიც შეუერთდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადების თანახმად, სულ მალე მის ქვეყანას არაერთი რუსი დიპლომატი დატოვებს.
"საუბარი ეხება დიპლომატიური სტატუსის მქონე არაერთ პირს, რომელთა საქმიანობაც, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკასთან", - განაცხადა მინისტრმა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის დატოვება 35 რუს დიპლომატს მოუწევს. ეს ცნობა ფრანგი ჩინოვნიკის ინფორმაციას ეფუძნება, რომელმაც თავის გამჟღავნება არ ისურვა.
საფრანგეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, წინ უძღოდა გერმანიის მიერ 40 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევება, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი "საპასუხო რეაქციისთვის" ემზადება.