საფრანგეთის სანაპირო დაცვამ 36 მიგრანტი გადაარჩინა

 

საფრანგეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა 36 ადამიანი მიგრანტი გადაარჩინა, რომელთა ნავიც ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე იძირებოდა.

გადარჩენული მიგრანტები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

2021 წლის ნოემბერში ლა მანშის სტუტეში 27 მიგრანტი დაიხრჩო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ეს 2014 წლიდან დღემდე ერთი ინცინდეტის შედეგად დაღუპვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით სცადონ ლა მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობების აღკვეთა.

2021 წელს ბრიტანეთში ლა მანშის სრუტის გავლით 25 700 არალეგალი მიგრანტი შევიდა.

 

მსგავსი სიახლეები