საფრანგეთმა და იორდანიამ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავიდან ჩამოყარეს
საფრანგეთმა და იორდანიამ შვიდი ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"რთულ კონტექსტში, საფრანგეთმა და იორდანიამ საჰაერო გზით გადასცეს დახმარება მოსახლეობას და მათ, ვინც მათ ეხმარება," - წერს მაკრონი X-ზე.
მისი თქმით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში კრიტიკულია.
მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "უკიდურესად რთული ოპერაცია" ხუთშაბათს გვიან ჩატარდა და ეს შესაძლებელი გახდა საფრანგეთისა და იორდანიის სამხედროებს შორის მჭიდრო კავშირების გამო.
თითოეულმა ქვეყანამ C-130-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი გაგზავნა შერეული ფრანგულ-იორდანიული ეკიპაჟებით, რომლებსაც სულ შვიდი ტონა "ჰუმანიტარული და ჯანდაცვის" დახმარება გადაჰქონდათ.
ელისეის სასახლის განცხადებით, ხუთშაბათის მისია "საშუალებას გვაძლევს ვაჩვენოთ, რომ ასეთი ოპერაციები შესაძლებელია."