საფრანგეთში ხელოვნურმა ინტელექტმა ათასობით არადეკლარირებული აუზი იპოვა

საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად საგადასახადო უწყებებმა 20 ათასზე მეტი არადეკლარირებული საცურაო აუზი იპოვეს.

ფრანგული მედიის თანახმად, ამ აღმოჩენამ საფრანგეთის ბიუჯეტს 10 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო სარგო მოუტანა.

საფრანგეთში მოქმედი კანონის თანახმად, საცურაო აუზის დეკლარირება აუცილებელია. საცურაო აუზი უძრავი ქონების ფასს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ქონების გადასახადის რაოდენობაზე ისახება.

პროგრამამ, რომელიც Google-მა და ფრანგულმა კომპანია Capgemini-მ განავითარეს, გასული წლის შემოდგომაზე საფრანგეთის ცხრა რეგიონში საცურაო აუზებს სატელიტურ სურათებზე მიაგნო.

ფრანგული საგადასახადო უწყების თანახმად, სამომავლოდ პროგრამის გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები