სახ.დეპი: აშშ ყურადღებით დააკვირდება კანონის აღსრულების პროცესს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვრიდება.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილემ უპასუხა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.

"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ რეალური და კვლავ სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი, რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს" - აღნიშნა პატელმა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები