საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ტრანსგენდერებს თამაშის უფლება მისცა

საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ტრანსგენდერებს ქვეყნის შიდა ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა, მიუხედავას იმისა, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსოფლიო რაგბის რეკომენდაციებს.

საფრანგეთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა აღამასრულებელმა ბორდმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

2020 წლის ოქტომბერში მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია იყო, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ტრანსგენდერ ქალებს არ ეთამაშათ ქალების ტურნირებზე, მაგრამ აქვე ხაზგასასმელია, რომ მმართველი ორგანოს რეკომენდაციები ეროვნული ფედერაციებისთვის სავალდებულო არ გახლავთ.

“რაგბი არის ინკლუზიური სპორტი, სქესის, გენდერის, წარმოშობის ან რელიგიის განსხვავების გარეშე,”-თქვა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა. “

2022 წელს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ფედერაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება “კეთილგანწყობის მტკიცე სიგნალი” და ნიშანირა, რომ რაგბში უმცირესობებს პატივს სცემენ.

ახალი რეკომენდაციებით, ტრანსგენდერებმა ფედერაციას უნდა წარუდგინონ, რომ მათი ახალი გენდერული იდენტობა ოფიციალურ დოკომენტებში შეცვლილია.

ტრანსგენდერებმა ასევე უნდა აჩვენონ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰორმონალურ მკურნალობას გადიან.

 

წყარო:

apnews.com

 

 

მსგავსი სიახლეები