საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ეგვიპტეში ჩავიდა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი ეგვიპტის პრეზიდენტთან შესახვედრად კაიროში ჩავიდა.

ბინ სალმანის ვიზიტი რეგიონში აშშ-ს პრეზიდენტის ტურნეს წინ იმართება.

საუდის არაბეთი ეგვიპტის მთავარ ფინანსურ პარტნიორად ითვლება.

ტახტის მემკვიდრე ეგვიპტიდან იორდანიაში ჩავა და მეფე აბდულა მეორეს შეხვდება, რომელიც ასევე ერ-რიადის ახლო მოკავშირედ ითვლება.

სავარაუდოდ, იორდანიის შედმეგ ბინ სალმანი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავა.

აპრილში ერდოღანი საუდის არაბეთში ჩავიდა, რასაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა მოჰყვა.

რეგიონის ორ ყველაზე გავლენიან სუნიტურ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2018 წელს სტამბულში საუდელი დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას მოჰყვა.

აშშ-ს სადაზვერვო უწყების თანახმად, საუდელი პრინცი ხაშოგის სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმირებული იყო.

ივლისში აშშ-ს პრეზიდენტი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში სამიტის ჩატარებას აპირებს, სადაც ლიდერები მთელი რეგიონიდან მოიყრიან თავს.

ბაიდენმა ბინ სალმანს „გარიყული“ უწოდა და მის დიპლომატიურ იზოლაციას უჭერდა მხარს.

თუმცა, ირანთან დაძაბული ურთიერთობების და ნავთობზე მზარდი ფასის ფონზე ამერიკის პრეზიდენტი საუდის არაბეთთან ურთიერთობების დათბობითაა დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები