სენატორ უიკერის ხელმძღვანელობით, აშშ-ის დელეგაცია ტაივანს ეწვევა

რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის ხელმძღვანელობით აშშ-ის კონგრესის დელეგაცია აგვისტოში ტაივანს ეწვევა.

State Of Play: Reuters-ის ცნობით, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტი ტაივანში იმ ფონზე შედგება, როდესაც კონგრესში შეშფოთებაა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტაივანთან ურთიერთობებს საკმარის ყურადღებას არ უთმობს.

  • როჯერ უიკერი აშშ-ის კონგრესში ტაივანის ერთ-ერთ უდიდეს მხარდამჭერად ითვლება, ამიტომ მისი ვიზიტი, სავარაუდოდ, ჩინეთის აღშფოთებას გამოიწვევს.
  • ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში უკვე მოუწოდა სენატორს, გააუქმოს ვიზიტი და შეახსენა, რომ პეკინი "მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის ნებისმიერ ოფიციალურ კონტაქტს."

Big Picture: ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას კუნძულის თავისი კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად. ბოლო წლებში პეკინმა გააძლიერა კუნძულზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა.

  • ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯოზეფ ვუ აპრილის დასაწყისში აშშ-ს ეწვია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის, რაც ჩინეთის სულ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უკავშირდებოდა.
  • ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები გეგმავს ტაივანისთვის იარაღის გაყიდვების ისეთ დონემდე გაზრდას, რაც პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დონეს გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები