სერბეთის პრეზიდენტი: ნოემბრიდან რუსულ ნავთობს ვეღარ შევიძენთ
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კვირას კოსოვოსა და მეტოჰიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში სერბეთს სანქციები დაუწესდება.
კოსოვოელ სერბებთან შეხვედრის შემდეგ მან ბელგრადში ევროპრაიდის ღონისძიებაზე და მისი გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ჩვენთვის ყველაზე მარტივი სისულელეებზე საუბარია".
"კარგი, სისულელეებზე ვისაუბროთ, რომ არ ვილაპარაკოთ რას ვიზამთ ელექტროენერგიაზე, რას ვიზამთ ნავთობზე, ნოემბრის შემდეგ აღარ იქნება რუსული ნავთობი ჩვენთვის, სანქციების ქვეშ ვართ. ანუ არ გსურთ ლაპარაკი გაზზე, მაზუთზე და ნახშირზე... ჩვენ უბრალოდ სისულელეებზე ვსაუბრობთ, რადგან ეს ყველაზე მარტივი საქმეა", - განაცხადა ვუჩიჩმა.