სერდარ ბერდიმუხამედოვმა აშხაბადზე დაწერილი მამის წიგნი წარადგინა

15 მაისს თურქმენეთის უმაღლესმა კონტროლის პალატამ, რომელსაც პრეზიდენტის შვილი სერდარ ბერდიმუხამედოვი ხელმძღვანელობს, ორგანიზება გაუკეთა გურბანგული ბერდიმუხამედოვის წიგნის პრეზენტაციას - “თეთრი ქალაქი აშხაბადი.”

ღონისძიება მეკანის სასახლეში გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდა ბერდიმუხამედოვი ველოსიპედით მივიდა.

გამოფენა ეძღვნებოდა თურქმენი ხალხის ისტორიას და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მიღწევებს.

“პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაშრომებმა გამოფენაზე საპატიო ადგილი დაიკავეს”, - ნათქვამია სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს განცხადებაში.

პრეზენტაციისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ “აშხაბადის ბევრი არქიტექტურული ობიექტი თავისი უნიკალური მახასიათებლებით გინესის რეკორდების წიგნშია შესული.”

პრეზიდენტმა მისი ახალი, 54-ე წიგნი 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე წარადგინა. შემდეგ დღეს, წიგნის პირველი პრეზენტაცია “თეთრი ქალაქი აშხაბადის” მონუმენტთან შედგა.

 

მსგავსი სიახლეები