შაჰინი: "უცხოეთის აგენტების" კანონი რუსული კანონის ანარეკლია

30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა ევროპის მომავლის შესახებ გაიმართა, სადაც საქართველოს შესახებაც იმსჯელეს. 

სენტარი ჯინი შაჰინის განცხადებით, "უცხოეთის აგენტების" კანონი, რუსული კანონის ანარეკლია.

"მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

სენატორის თქმით, მათ [ქართულ ოცნებას] კარგად უნდა ესმოდეთ, რომ კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად ვთქვათ და მე მგონი, ასეც ვქენით, რომ კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობაა იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება. იმედი მაქვს საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორივე პარტიისთვისაა პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უწყებებმა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, რათა დაუწესოს ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციასა და იმ ქმედებებზე, რამაც იქ ასეთი მდგომარეობა წარმოშვა" - განაცხადა სენატორმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები