შმიგალი: უკრაინას USAID $1.7 მილიარდის გრანტს გადასცემს
უკრაინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) 1.7 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 9 ივლისს Telegram-ზე განაცხადა.
გრანტს უკრაინა დონორის ფონდიდან მიიღებს, რომელიც შეიქმნა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD), საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და USAID-ის მიერ.
"გრანტი უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უპროცენტოდ, შეუქცევადად, დაბრუნების ვალდებულების გარეშე ჩაირიცხება USAID-ისგან, IBRD-ის და IDA-ს მხარდაჭერით", - წერს ის.
პრემიერის თქმით, შეთანხმების პროექტი 9 ივლისს უკრაინის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში სამედიცინო გარანტიების პროგრამის დასაფინანსებლად დაიხარჯება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან," - თქვა მან.