შოიგუ: მოკლულია 61 207 უკრაინელი, ხოლო ჩვენი დანაკარგები 5 937 სამხედროა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, მიმდინარე ომში ორივე მხარის დანაკარგების საკუთარი ვერსია წარმოადგინა. 

შოიგუს თქმით, ომის დაწყებამდე უკრაინული არმია 201 ათასს ადამიანს შეადგენდა, ამ დროისთვის კი მათი დანაკარგები მოკლულების, დაკარგულებისა და დაჭრილების ჯამური რიცხვი 100 ათასს აღემატება. 

შოიგუს თქმით, მოკლულია 61 207 უკრაინელი და დაჭრილია 49 368. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ არმიის ნახევარზე მეტი დაკარგა. 

ამასთანავე შოიგუმ გააჟღერა რუსეთის დანაკარგებიც, რომელიც მისი თქმით, 5 937 დაღუპულს შეადგენს. 

ომის დაწყების შემდეგ ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც რუსეთმა დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ბოლოს ამ თემაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს ისაუბრა. 

მაშინ გენერალი კონაშენკოვი ამბობდა, რომ რუსეთის დანაკარგება 1527 სამხედრო შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები