შოიგუ პრიგოჟინზე: ამბოხის გეგმა ჩვენი სამხედროების ერთგულების გამო ჩავარდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი პირველად გამოეხმაურა 24 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებული ამბოხის მცდელობას.
ამ თემაზე სერგეი შოიგუმ თემატურ თათბირზე განაცხადა.
"ეს გეგმები პირველ რიგში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მიერ დადებული ფიცისა და სამხედრო ვალის წინაშე გამოვლენილი ერთგულების ერთგულების გამო ჩავარდა. პროვოკაციას არ ჰქონია გავლენა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მოქმედებაზე",- განაცხადა შოიგუმ.
კონტექსტი
სერგეი შოიგუ ამ დრომდე არ გამოხმაურებია ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ ამბოხს. პრიგოჟინი საკუთარ განცხადებებში აქცენტს სწორედ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსზე აკეთებდა. სწორედ შოიგუ და გერასიმოვი მოითხოვა პრიგოჟინმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო შტაბის შენობაში, შოიგუს მოადგილესა და ГРУ-ს უფროსის მოადგილესთან საუბრის დროს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრიგოჟინი თავდაპირველად სერგეი შოიგუსა და გერასიმოვის ტყვედ აყვანას გეგმავდა, თუმცა მისი ზრახვების შესახებ დროულად გაიგო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა.
გამოცემის ინფორმაციით, შეთქმულების კომპრომეტირების შემდეგ პრიგოჟინი იძულებული გახდა იმპროვიზაციისთვის მიემართა და აჯანყება დროზე ადრე დაიწყო.