შოიგუმ საომარი მოქმედებების სრული მასშტაბით განახლების ბრძანება გასცა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მთელი ფრონტის მასშტაბით საომარი მოქმედებების სრული ძალით ამოქმედების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ შოიგუმ რუსეთის არმიის ცენტრალური და სამხრეთ დაჯგუფების მეთაურებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"გენერლების მოხსენების მოსმენის შემდეგ რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა გასცა აუცილებელი განკარგულებები საომარი მოქმედებების ინტენსიურობის მაქსიმალურად გაზრდის შესახებ ყველა ოპერატიული მიმართულებით",- ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
შოიგუს თქმით, საომარი მოქმედებების გააუქტიურება აუცილებელია, რათა "უკრაინის არმიამ ვეღარ შეძლოს სარაკეტო და საარტილერიო შეტევების მიტანა დონბასზე".
უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში შოიგუს გვერდით ჩანან გენერლები - ალექსანდრ ლაპიდი და ესედულა აბაჩევი, რომლებიც რუსეთის არმიის ცენტრალურ და სამხრეთ დაჯგუფებებს მეთაურობენ. სწორედ ეს დაჯგუფებები მონაწილეობდნენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლებში.
ორივე გენერალმა რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან რუსეთის გმირის წოდება მიიღო.