შოლცი: პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მინიმუმ 1 წლით ადრე მიიღო

გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმირ პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის და გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. 

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ამერიკული CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ვფიქრობ ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება პუტინმა 1 წლით ან შესაძლოა უფრო ადრეც მიიღო და სწორედ ამიტომ მას აქვს რესურსი ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში აწარმოოს",- თქვა შოლცმა.

კანცლერის თქმით, არავინ იცის ზუსტად როდის ამოეწურება ვლადიმირ პუტინს ომის წარმოების რესურსი - "ის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერია, სადაც ბევრი ძალიან შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, ის აწარმოებს ამ ძალიან სასტიკ ომს და ამ ომისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა". 

ოლაფ შოლცმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის არაღიარებას მიუხედავად რუსეთი შეზღუდვების უმძიმეს გავლენას განიცდის. 

გერმანიის კანცლერს გერმანიის მიერ რუსეთისგან შესყიდული ენერგორესურსების შესახებაც ჰკითხეს. შოლცის თქმით, გერმანია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. 

 

მსგავსი სიახლეები