შვედეთი უკრაინას $1.25 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

30 იანვარს, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 13.5 მილიარდი შვედური კრონია (დაახლოებით 1.25 მილიარდი დოლარი).
ამის შესახებ შვედურ გამოცემა DN.se წერს.
იონსონმა თქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინას დაესხა თავს 2022 წლის თებერვალში.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ომში ინიციატივა ახლა რუსეთს აქვს. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის მხარდაჭერაზე.
"სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინულ ინვესტიციებს უპილოტო საფრენ აპარატებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებში," - განაცხადა მან.
მისი თქმით, შვედეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკას გადასცემს: 16 საბრძოლო კატარღა, 1500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 146 სატვირთო მანქანა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
2023 წლის სექტემბერში შვედეთის მთავრობამ წარმოადგინა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-17 პაკეტი, რომლის ღირებულებაც 4.6 მილიარდი შვედური კრონია (401.6 მილიონი ევრო).