სი ძინფინგი ბლინკენთან შეხვედრაზე: რაღაც საკითხებში პროგრესია, ეს ძალიან კარგია

სი ძინფინგმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს გარკვეულ საკითხებში. 

ენტონი ბლინკენი ჩინეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება, წინა დღეებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დიპლომატს, ვან ის. 

"მივაღწიეთ პროგრესს, გვაქვს თანხმობა გარკვეულ საკითხებში, ეს ძალიან კარგია",- განაცხადა სი ძიფნგინმა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ. 

ჩინეთის ლიდერმა გამოთქვა იმედი, რომ ბლინკენის ვიზიტი შეიტანს დიდ წვლილს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სტაბილიზაციაში. მისი თქმით, ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთ პატივისცემას და გულწრფელობას. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთში პრეზიდენტ ბაიდენის თხოვნით გაემგზავრა - "პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენი ურთიერთობები პასუხისმგებლიანად ვმართოთ, ეს აშშ-ს, ჩინეთის და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია."

სი ძინფინგის თქმით, ვაშინგტონი და პეკინი უნდა გაყვნენ ორხმრივ შეთანხმებებს, რომლებსაც მხარეებმა ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრისას, გასული წლის ოქტომბერში, დიდი ოცეულის სამიტზე მიაღწიეს. 

ბლინკენის ვიზიტის დაწყების შემდეგაც კი არ იყო ცნობილი შედგებოდა თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან. 

 

მსგავსი სიახლეები