СNN: ბრიტანეთმა უკრაინას 250 კილომეტრის რადიუსის რაკეტები უკვე გადასცა
მოახლოებული კონტრიერიშის დაწყებამდე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას უკვე გადასცა Storm Shadow-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივად წარმოებული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები 250 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს და როგორც წესი საჰაერო ბაზირებისაა. წყაროების ცნობით, რაკეტების გადაცემის წინაპირობა ის გახლდათ, რომ უკრაინა აღნიშნულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის არ გამოიყენებდა.
მასალა განახლებადია