თელ-ავივზე დრონით თავდასხმის პასუხად ისრაელმა იემენზე საჰაერო დარტმები მიიტანა
თელ-ავივზე დრონით განხორციელებული თავდასხმის პასუხად, რომელსაც 1 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ისრაელის ავიაციამ ძალებმა იემენში, ჰუსიტების ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს.
ეს ისრაელის მიერ იემენზე პირდაპირი დარტყმის პირველი შემთხვევაა - იემენი ისრაელის საზღვრებიდან თითქმის 1500 კილომეტრითაა დაშორებული.
7 ოქტომბერზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდახმის შემდეგ, ირანის მიერ კონტროლირებადმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ტერორისტულ ჯგუფთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელზე პერიოდული საჰაერო თავდასხმები წამოიწყო.
ჰუსიტები თავს ესხმიან წითელი ზღვის აუზში იემენის სანაპირო ზოლთან გამავალ კომერციულ გემებსაც.
ისრაელის ავიაციის სამიზნე ჰოდეიდას პორტის სანავთობო ინფრასტრუქტურა გახდა, რომელსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, დარტყმა ბრიტანულ და ამერიკულ ავიაციასთან კოორდინაციაში განხორციელდა. დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე ბიბი ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.
"ისრაელი იმოქმედებს ყველგან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად"- ნათქფამია IDF-ის განცხადებაში.