ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვივეიკ რამასვამის არ გამორიცხავს
"ძალიან, ძალიან, ძალიან ჭკვიანი ადამიანია. კარგი ენერგია აქვს და შეიძლება, მისგან რაღაცა გამოვიდეს", - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას, რას ფიქრობს "ვიცე-პრეზიდენტ ვივეიკ რამასვამიზე".
"გეუბნებით, მგონია, ძალიან კარგი იქნებოდა", - თქვა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა, რომელიც, დიდი ალბათობით, ზედიზედ მესამედ იქნება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
38 წლის ვივეიკ რამასვამი ამჟამად რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის გამოკითხვებში მესამე ადგილზეა. მას მცირე სხვაობით უსწრებს ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ხოლო პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით დონალდ ტრამპია.
რამასვამის პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. სანამ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას გადაწყვეტდა, ის თავის დაარსებულ ფარმაცევტულ კომპანია Roivant Sciences-ს ხელმძღვანელობდა.
ვივეიკ რამასვამი აშშ-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეა. ის ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, აშშ-მ უკრაინის დახმარება უნდა შეწყვიტოს, დადოს პირობა, რომ უკრაინა NATO-ში არ შევა და უკრაინამ რუსეთს ამჟამად მიტაცებული ტერიტორიები დაუთმოს. თავის მხრივ, რამასვამის იმედი აქვს, რომ რუსეთი ამ ყველაფრის სანაცვლოდ ჩინეთთან ალიანსზე უარს იტყვის.