ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30-მდე ელჩს ათავისუფლებს
უპრეცედენტოდ მასშტაბური საკადრო გადახალისების ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე ელჩს და კარიერულ დიპლომატს ათავისუფლებს.
ვითარების არსი: გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად POLITICO-მ გაავრცელა - მიზანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტრამპის ადმინისტრაციის "ამერიკა უპირველესყოვლისა" (America First) მიდგომასთან შესაბამისობაში მოყვანაა.
- Washington Post-ის ცნობით, გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და მათი მწვავე უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
- მათი თქმით, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საელჩოებს მთელი მასშტაბით ლიდერების გარეშე მოუწევთ მუშაობს გაგრძელება, ხოლო გაწვეული ელჩებისთვის ეს პრაქტიკულად პენსიაზე გასვლის ტოლფასია.
ჩაშლილად: "გამოცდილი დიპლომატების გაუმართლებელი გათავისუფლება საშიში სიგნალია - ეს ჩვენ საჯარო მოსამსახურეებისთვის ნიშნავს, რომ კონსტიტუციის წინაშე დადებულ ფიცი და ქვეყნის მიმართ ლოიალობა აღარ არის საკმარისი და უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლოიალობა"- ნათქვამია ამერიკის საგარეო სამსახურის ასოციაციის განცხადებაში.
- მეორეს მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი მაღალჩინოსნები გადაწყვეტილებას სტანდარტულ პრაქტიკას უწოდებენ.
- "ელჩი პრეზიდენტის პერსონალური წარმომადგენელია და პრეზიდენტს სრული უფლება აქვს შეაირჩიოს ადამიანები, რომლებიც დააწინაურებენ ამერიკა უპირველესყოვლისა დღის წესრიგს"- ამბობს მაღალჩინოსანი.
სტრქინობეს შორის: წყაროების ცნობით, გაწვეულმა ელჩებმა მათი მივლინების ადგილები ინვრამდე უნდა დატოვონ - საუბარია ელჩებზე ლათინური ამერიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში.
- გათავისუფლებული ელჩების დიდი ნაწილი ორივე ადმინისტრაციის პირობებში მუშაობდა, თუმცა თითოეულმა მათგანმა ბოლო დაწინაურება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიიღეს.
- გაწვეულმა ელჩებმა ახალი პოსტი 90 დღის განმავლობაში უნდა იპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პენსიაზე უნდა გავიდნენ.
კონტექსტი: სახელმწიფო დეპარტამენტში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე დაიწყო.
- გასულ თვეებში მარკო რუბიოს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის 1300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.