წინასწარი მონაცემები: უნგრეთის არჩევნებს ორბანის პარტია დამაჯერებლად იგებს
უნგრეთის დღეს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz დამაჯერებლად იმარჯვებს.
01:25
დათვლილია ხმების 83.26%.
მართალია, პროპორციულ ნაწილში სხვაობა შემცირდა, მაგრამ სამთავრობო პარტია მაინც დამაჯერებლად იგებს.
Fidesz - 53.85%
გაერთიანებული ოპოზიცია - 34.28%
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ორბანის პარტიას ასამბლეაში 199-იდან 135 მანდატი ექნება. ამხელა უპირატესობა იმითაა განპირობებული, რომ სახელისუფლებო პარტია მაჟორიტარული ოლქების დიდ უმრავლესობას იგებს.
00:08
სხვაობა ისევ მცირედით შემცირდა, თუმცა სახელისუფლებო პარტია კვლავ დიდი უპირატესობითაა წინ.
დათვლილია ხმათა 53.19%
Fidesz - 56.11%
გაერთიანებული ოპოზიცია - 32.19%
ამ შედეგებით უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში 199 მანდატიდან 134-ს სახელისუფლებო პარტია იღებს. არჩევნებამდე ორბანის პარტიას 133 მანდატი ჰქოდნა.
23:58
დათვლილია ხმების 48.47%
Fidesz - 56.56%
გაერთიანებული ოპოზიცია - 31.74%
23:46
სამთავრობო პარტიასა და ოპოზიციას შორის სხვაობა სულ ოდნავ შემცირდა.
დათვლილია ხმების 43.26%
Fidesz - 57.22%
გაერთიანებული ოპოზიცია - 31.25%
23:40
დათვლილია ხმების 36.2%.
ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 58.12%-ით წინაა.
გაერთიანებულ ოპოზიციას ამ დროისთვის ხმების 30.41% აქვს.
23:10
ამ დროისათვის დათვლილია ხმების 17%, რის მიხედვითაც მმართველ პარტიას 61.9%, ხოლო ოპოზიციურ კოალიციას 27% აქვს.
დათვლილი უბნების მხოლოდ 1%-ია ბუდაპეშტიდან, რომელიც ორბანის მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად არის განწყობილი.
მასალა განახლებადია.