თურქეთის სასამართლომ ძალაში დატოვა გავლენიანი ოპოზიციონერის პატიმრობის განაჩენი

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობის განაჩენი. 

თურქეთის ქემალისტების პარტიის სტამბოლის ფრთის ლიდერს, ჯანან ქაფტანჯიოღლუს პირველი ინსტანციის სასამართლომ სოციალურ ქსელებში თურქეთის სახელმწიფოს და უმაღლესი თანამდებობის პირების შეუარაცხყოფისა და დაგმობისთვის 4 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

თავის მხრივ ეს პოსტები სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსმა 2013 წელს განათავსა. პატიმრობის გარდა, თურქეთის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს 5 წლით ეკრძალება პოლიტიკაში მონაწილეობა. 

ქაფტანჯიუღლის პირველი ინსტანციის სასამართლომ პატიმრობა 2019 წელს მიუსაჯა, თუმცა პოლიტიკოსმა განაჩენი მალევე გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსს რამდენიმე ბრალი მოუხსნა, რაც ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდაას გულისხმობდა. 

"ჩვენ არასდროს გავჩერდებით, ჩვენ არასდროს დავიღლებით",- განაცხადა პოლიტიკოსმა სასამართლო პროცესზე. ჯანან ქაფტანჯიოღლუ მისი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად მიიჩნევა, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2019 წელს პარტიის კამპანიას სტამბულში, რაც რეჯეფ თაიპ ერდოღანის ყველაზე მასშტაბური მარცხით დასრულდა. 

ეჭვგარეშეა, რომ ქაფტანჯიოღლუს მნიშვნელოვანი ფუქნცია უნდა ჰქონოდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში მომდევნო წელს უნდა გაიმართოს. 

ქაფტანჯიოღლუს პატიმრობას წინ უძღოდა რესპრესიები პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული პრესის წარმომადგენლების მიმართ. მათ შორის გასულ კვირას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ფილანტროპსა და სამოქალაქო აქტივისტს, ოსმან კავალას. 

ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს მოახლეობული არჩევნები და რეჯეფ თაიპ ერდოღანის კლებადი მხარდაჭერა. ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერდოღანი სწრაფად კარგავს მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერას, მათ შორის იმ სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც გასულ წლებში მის ელექტორალურ ბაზას წარმოადგენდა. 

MetroPoll-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 60%-ს არ სჯერა, რომ პრეზიდენტ ერდოღანს არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. 

"ხელისუფლების ერთადერთი კარტი პოლარიზაციის გაღრმავებაა"- სოციოლოგიური ოფისის IstanPoll-ის ხელძღვანელი სელვინ ქორქმაზი. 

სასჯელის სიმკაცრის მიუხედავად, თურქული კანონმდებლობის თავისებურების გამო, ოპოზიციონერი პატიმრობას თავს დიდი ალბათობით აარიდებს, ან მნიშნველოვნად შეიმცირებს ვადას. 

მიუხედავად ამისა, ქაფტანჯიოღლუსთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მისი პარტიის მართლაც მტკივნეული დარტყმაა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ თურქეთში სულ უფრო ხშირად ისმის ხმეები ნაადრევი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

მსგავსი სიახლეები