თურქეთში ახალი მიწისძვრა მოხდა, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი
27 თებერვალს, შუადღისას, თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ახალი მიწისძვრა მოხდა. ამ ინფორმაციას თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახური (AFAD) ავრცელებს.
Anadolu აღნიშნავს, რომ მიწისძვრა ქვეყნის აღმოსავლეთით მალატიის პროვინციაში მოხდა, ეპიცენტრი კი ქალაქ იეშილიურტში იყო. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ რაიონებში, კერძოდ კაჰრამანმარაშსა და გაზიანთეპში.
AFAD-ის ინფორმაციით, მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 69 დაშავდა, 29 შენობა დაინგრა.
ნანგრევებიდან 32 ადამიანი გამოიყვანეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ შენობაში გრძელდება.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩიმ განაცხადა, რომ მალატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 103 ადამიანი დაშავდა.