თურქეთში ბრალდებული ოპოზიციის ლიდერის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა
თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ჯანან ქაფტანჯიოღლუს მხარდასაჭერად.
ქაფტანჯიოღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, სეკულარული "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" სტამბოლის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 2019 წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტამბოლის მერის არჩევნებში ერკემ იმამოღლუს გამარჯვებაში.
მას ბრალად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფა ედება.
50 წლის პოლიტიკოსს პირობითი პატიმრობა ემუქრება.
ზოგიერთი ბრალი მას 10 წლის წინ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტების გამო აქვს წაყენებული.
კაფტანჯიოღლუმ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.