უიტკოფი: პუტინმა მომიყვა როგორ ილოცა ტრამპისთვის და მისი პორტრეტი დაამზადებინა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინთან გამართული 2 შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა - მისი თქმით, პუტინმა მოუყვა თუ როგორ ილოცა ტრამპისთვის ივლისში მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს. 

Stater Of Play: უიტკოფმა ამის შესახებ ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, პუტინმა მისი მეშვეობით წამყვანი რუსი მხატვრის მიერ შესრულებული დონალდ ტრამპის პორტრეტი გადასცა. 

  • "ტაკერ, პუტინმა მომიყვა ისტორია, თუ როგორ მივიდა ადგილობრივ ეკლესიაში, რომ ელოცა დონალდ ტრამპისთვის, როგორ შეხვდა თავის მოძღვარს და ლოცულობდა ჩვენი პრეზიდენტისთვის, არა იმიტომ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ისინი მეგობრობენ, ის მეგობრისთვის ლოცულობდა"- ამბობს უიტკოფი. 

  • რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ მეორე შეხვედრაზე პუტინმა უიტკოფს "წამყვანი რუსი მხატვრის" მიერ შესრულებული პორტრეტი გადასცა 

Context: ამავე ინტერვიუში უიტკოფმა ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიმდინარე სამშვიდობო პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკვანძო საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია და თქვა, რომ ეს ოლქები ყოველთვის რუსულენოვანი იყო. 

  • უიტკოფის თქმით, უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს ესმით, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა და უკვე შეეგუვნენ ამ აზრს. 


  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი მხარეებს შორის 30-დღიანი სრულფორმატიანი ზავის მიღწევაა. 

  • უიტკოფის თქმით, უკრაინასთან გამართულ მოლაპარაკებებში უკვე მიაღწიეს პრინციპულ თანხმობას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში გენერალური არჩევნები მსგავსი შესაძლებლობის გაჩენისთანავე ჩატარდება. 

 

მსგავსი სიახლეები