უკრაინა: ჩვენმა ავიაციამ 11 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას

14 სექტემბერს, დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, 11 დარტყმა მიაყენა რუსი ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.

"დავბომბეთ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დაგროვების ექვსი პოზიცია, საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი პოზიცია, ჩამოგდებულია მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების და არტილერიის ნაწილებმა დაბომბეს მიაყენეს რუსების სამეთაურო პუნქტები, ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილები.

"გარდა ამისა, 12 სექტემბერს ხერსონის რეგიონში ოთხი Grad-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის და დოკუჩაევსკში ოკუპანტების მომარაგების პერსონალსი განადგურება დადასტურდა", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.  

მსგავსი სიახლეები