უკრაინა: დეოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 6000 კმ²
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 6 ათასი კმ²-ის დეოკუპაცია შეძლეს.
ამის შესახებ 12 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
"თითქმის 6000 კმ²", - წერს ის.
მალიარმა არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს ხდებოდა ამ ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 3000 კმ²-ზე მეტი. მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის, არამედ ჩრდილოეთისკენ გადაადგილებაც დაიწყეს.