უკრაინა: დონბასში რუსების შეტევა მოვიგერიეთ

უკრაინის აღმოსავლეთში რუსი ოკუპანტები გვიტევდნენ როგორც ხარკოვის რეგიონში, ასევე დონბასში. ამის შესახებ 20 აგვისტოს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

"სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები გვიტევდნენ ბრაჟკოვკა - ნოვოდმიტროვკას, სულიგოვკა - ნოვოდმიტროვკას, ბრაჟკოვკა - ვერნოპოლიეს და დოვგენკოე - კურულკას მიმართულებებით. ჩვენმა ჯარისკაცებმა ზიანი მიაყენეს მტერს და უკან დაახევინეს." - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კრამატორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას ივანო-დარიევკასა და ნიკოლაევკას - ვიემკას რაიონებში.

"ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებებით ოკუპანტები ცდილობდნენ ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სტრიაფოვკა - სოლედარის, პოკროვსკოე - ბახმუტსკოეს, პოკროვსკოე - ბახმუტსკოეს, ვერშინა - ზაიცევოს, ვერშინა - კოდემას, ტრავნევოე  მიმართულებებით. მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და მკაცრი პასუხი მიიღო", - განმარტეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ასევე, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მტერმა აწარმოა "წარუმატებელი შეტევა" ​​გორლოვკა - მაიორსკის, სპარტაკის, პესკის, სტარომიხაილოვკას და პერვომაისკოეს მიმართულებებით.

მსგავსი სიახლეები